Skip to main content

მე-19 მე-20 საუკუნეების ქართული ხელოვნება



მე-19 მე-20 საუკუნეების ქართული ხელოვნების თავისებურებების, მნიშვნელოვან წარმომადგენელთა შემოქმედების გაცნობა, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, შრომითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. მშობლიურ კულტურასთან დაკავშირებული ცოდნის მობილიზება.
მოსწავლეები დაყოფილი არიან ჯგუფებად, თემების მიხედვით, მომზადებული აქვთ საპრეზენტაციო სლაიდ-შოუები, ესსები ქართულ და ინგლისურ ენებზე და მცირე ინსცენირებები.
აქტივობა 1: შესავალი 2-3 წთ (საპრეზენტაციო თანმიმდევრობის გაცნობა)
აქტივობა 2: 35-40 წთ
ჯგუფი1- მიმოიხილავს მე-19 საუკუნის ქართულ ფერწერას
ჯგუფი2- მიმოიხილავს მე-20 საუკუნის ქართულ ფერწერას
ჯგუფი3- მიმოიხილავს მე-20 საუკუნის ქართულ ქანდაკებას
ჯგუფი4- მიმოიხილავს ფიროსმანის შემოქმედებას
ჯგუფი5- მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი აწარმოებს დაკვირვებას, ავსებს საპრეზენტაციო შეფასების ცხრილს და გაკვეთილის ბოლოს აცხადებს ჯგუფების მიერ დაგროვილი ქულების რაოდენობას.
§ ალბომები, სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ ამოიცნონ მე-19 მე-20 საუკუნეების ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები, იმსჯელონ და წერილობით გადმოსცენ მოსაზრება თემასთან დაკავშირებით და სკოლაში მიღებული ცოდნის საფუძველზე თარგმნონ და წარუდგინონ საზოგადოებას საკუთარი ნააზრევი. გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის და საპრეზენტაციო უნარები. დასახული მიზნის მისაღწევად შეძლებს მიზნობრივად გამოიყენოს ინფორმაციულ-საკომუნი
�აციო საშუალებები. განუვითარდებათ სინთეზური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

Comments

Popular posts from this blog

 ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ საერთაშორისო                      eTwinning - ის  პროექტში arTwinners.  პროექტის დაწყების პირველ თვეში ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ ერთობლივად გვემუშავა ჩვენ უცხოელ მეგობრებთან ერთად. ამისათვის ჩავატარეთ შემდეგი აქტივობები: მოსწავლეებმა  მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში უცხოელ  თანატოლთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც დაფიქსირდა მათი მოსაზრებები და მოლოდინები eTwinning პროექტის „ArTwinners“-ის შესახებ. დასმულმა კითხვებმა ხელი შეუწყო  გამოცდილების  გააზრებას, პროექტის გააზრებას და ინტერესის გაღვივებას პროგრამის მიმართ, რომლის   თემაც ეხება სახვით ხელოვნებას და მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს.  სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ოფიციალური ლოგოს შექმნაში, რისთვისაც აქტიურად  გამოიყენეს თავიანთი კრეატიულობა. მათ გაიაზრეს, რომ  ლოგო  ყოფილიყო ორიგინალური, დაკავშირებული მიზნებთან, როგორიცაა თანამშრ...