ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ საერთაშორისო eTwinning - ის პროექტში arTwinners. პროექტის დაწყების პირველ თვეში ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ ერთობლივად გვემუშავა ჩვენ უცხოელ მეგობრებთან ერთად. ამისათვის ჩავატარეთ შემდეგი აქტივობები: მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში უცხოელ თანატოლთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც დაფიქსირდა მათი მოსაზრებები და მოლოდინები eTwinning პროექტის „ArTwinners“-ის შესახებ. დასმულმა კითხვებმა ხელი შეუწყო გამოცდილების გააზრებას, პროექტის გააზრებას და ინტერესის გაღვივებას პროგრამის მიმართ, რომლის თემაც ეხება სახვით ხელოვნებას და მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ოფიციალური ლოგოს შექმნაში, რისთვისაც აქტიურად გამოიყენეს თავიანთი კრეატიულობა. მათ გაიაზრეს, რომ ლოგო ყოფილიყო ორიგინალური, დაკავშირებული მიზნებთან, როგორიცაა თანამშრ...